სარეკლამო მასალა
დღეს ზუგდიდში ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიებას გამართავს
დღეს, 25 ოქტომბერს ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წინასაარჩევნო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები.

„31 ოქტომბრის არჩევნები ეს არ არის პარტიებს შორის არჩევნის გაკეთების დღე. ეს არის დღე, როდესაც ვირჩევთ, თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ 31 ოქტომბრის შემდეგ... რეალურად ეს არჩევანია ძლიერ, ერთიან საქართველოსა და რუსეთის იმპერიის ნანგრევებს შორის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებში თითოეული მოქალაქე იყოს აქტიურად ჩართული, რადგან თითოეული ადამიანის ხმა არის გადამწყვეტი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. გელით ყველას“, - ამბობს ზუგდიდში ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძე.

ღონისძიება სკეიტპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 20:00 სთ-ზე დაიწყება.

Print