სარეკლამო მასალა
ჩხოროწყუს მერმა დათო გოგუამ სოფელ ნაფიჩხოვოში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონს 100 წლის იუბილე მიულოცა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოში მცხოვრებ ლიდია ფაცაცია-დარსალიას 100 წელი შეუსრულდა. უხუცეს ქალბატონს საიუბილეო თარიღი მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მიულოცა.

"გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას. ძალიან სასიხარულოა, რომ ასე მხნედ და შემართებით ხართ. ხანდაზმულ თანამოქალაქეებზე ზრუნვა ჩვენი მოვალეობაა. გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.

ლიდია ფაცაციას ჰყავს 3 შვილი, 7 შვილიშვილი, 11 შვილთაშვილი და 1 შვილთაშვილის შვილი.

მერიაში შექმნილია "100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების" პროგრამა, რომლითაც ყოველწლიურად სარგებლობენ ასი წლის და ას წელზე მეტი ასაკის მოქალაქეები. პროგრამის ფარგლებში აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარებს კუთვნილ ანგარიშზე 500 ლარი ერიცხებათ.

ამჟამად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 100 წელს გადაცილებული 4 ადამიანი ცხოვრობს.
Print