სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მერიამ ახალგაზრდა ფერმერებისა და მეწარმეების მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს ახალ რუბრიკას, სადაც სახელწმიფოს და მოქალაქის პარტნიორობის წარმატებულ მაგალითებს გაგაცნობთ.

გაეცნობით იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებმაც სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამებით შეძლეს გამხდარიყვნენ წარმატებულები.

საქართველოს მთავრობა მეწარმეებისა და ფერმერების მხარდამჭერ არაერთ პროექტს ახორციელებს, რომლებმაც შედეგები ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც მოიტანა. მერია პერიოდულად გაგაცნობთ სახელწმიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის წარმატებულ მაგალითებს ჩვენი მუნიციპალიტეტიდან.

აღსანიშნავია, რომ ამოქმედდა ახალი პროექტი – "სახელმწიფო – შენი პარტნიორი", რომლის ფარგლებშიც, ყველა მხარდამჭერი პროგრამა მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. მათ, ვისაც სურვილი აქვს გახდეს მეწარმე ან ფერმერი, სახელმწიფო პროგრამებზე ინფორმაცია შეუძლია მიიღოს უკვე ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით. მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი – https://programs.gov.ge/.
Print