სარეკლამო მასალა
ალექსანდრე მოწერელია - ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თხილის კულტურა კიდევ უფრო განვითარდეს და გაძლიერდეს
ქართული ოცნების" აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხელ და ჩხოროწყუელ ფერმერებს შევხვდა. კანდიდატმა შეხვედრაზე ფერმერებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.

მისი თქმით, წლევანდელი წელი გამორჩეულია, რაც ძალიან დამაიმედებელი პროგნოზების საშუალებას იძლევა თხილის ექსპორტთან დაკავშირებით.

"წალენჯიხელ და ჩხოროწყუელ მეთხილეობის დარგში მომუშავე ფერმერებს შევხვდი. მათ ჩვენი გუნდის საარჩევნო პროგრამა გავაცანი.

შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ ფერმერებმა წელს ძალიან კარგი მოსავალი მიიღეს, როგორც რაოდენობით, ისე ხარისხით. წლევანდელი წელი გამორჩეულია, რაც ძალიან დამაიმედებელი პროგნოზების საშუალებას გვაძლევს თხილის ექსპორტთან დაკავშირებით.

თხილი საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტის მქონე სასოფლო-სამეურნეო კულტურაა. ბოლო წლების განმავლობაში თხილის წარმოება ქვეყანაში მნიშვნელოვნად განვითარდა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტში წამყვანი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ საქართველო თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის.

ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თხილის კულტურა კიდევ უფრო განვითარდეს და გაძლიერდეს"- აღნიშნა შხვედრაზე ალექსანდრე მოწერელიამ.
Print