სარეკლამო მასალა
ჩხოროწყუში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა
დღეიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება.
ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ გახსნა.

სამ სართულიანი შენობა სრულად აკმაყოფილებს რეგიონის მოთხოვნილებებს. ახალ შენობაში თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო, სასწავლო და საძინებელი ოთახები, ასევე, სპორტული დარბაზი და სამზარეულო.

განყოფილებაში იმუშავებს 20 მეხანძრე-მაშველი, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი.

შენობაში გათვალისწინებულია სპეციალური სადგომი ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ავტომანქანისთვის.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელები.
Print