სარეკლამო მასალა
ალექსანდრე მოწერელია - მოსახლეობაში იგრძნობა ჩემი და მმართველი გუნდის უდიდესი მხარდაჭერა
ქართული ოცნების" აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მარტვილში, თამარ მეფის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

"ქალაქ მარტვილში თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებლებთან ემოციური შეხვედრა მქონდა. ამ ქუჩაზე ცხოვრობენ ჩემი ყოფილი პედაგოგები შაქრო ხუნწელია და შურა გარბანელიძე. ასევე შევხვდი ჩემს კლასელებს. დღევანდელმა შეხვედრამ ჩემი მარტვილში ცხოვრების საუკეთესო წლები გამახსენა. მოსახლეობაში იგრძნობა ჩემი და მმართველი გუნდის უდიდესი მხარდაჭერა. ამ ადამიანებთან არაერთხელ მქონია საქმიანი და უშუალო შეხვედრები და მომავალშიც ერთმანეთის გვერდით დგომით, მრავალ სასიკეთო საქმეებს გავაკეთებთ"- განაცხადა შეხვედრაზე ალექსანდრე მოწერელიამ
Print