სარეკლამო მასალა
DRC-ის საგრანტო კონკურსი დევნილებისთვის 10 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება
ლტოლვილთა დანიის საბჭოს საგრანტო კონკურსი დევნილებისთვის 10 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება. გრანტები გაიცემა მთელი საქართველოს მასშტაბით წარმოების, გადამუშავებისა და მომსახურების სექტორში არსებულ ან დამწყებ საწარმოებზე. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში ჯამში 100-მდე გრანტი გაიცემა. თითოეული გრანტის მოცულობა კი განისაზღვრება 2000 ევროს ოდენობით.

წინასწარი განაცხადის ფორმის შემოტანა შესაძლებელია:

- ლტოლვილთა დანიის საბჭოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it (გთხოვთ თემის ველში მიუთითოთ : "საგრანტო კონკურსი მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში")

- ლტოლვილთა დანიის საბჭოს ოფისებში, შემდეგ მისამართებზე: ზუგდიდი; 8 მარტის ქუჩა #1, თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 37დ, მესამე ბინა, პირველი სართული.

კონკურსის დეტალურ პირობებს და წინასწარი განაცხადის ფორმას იხილავთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=279577

საპროექტო განაცხადების მიღება მიმდინარეობს გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის "ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით. 


Print