სარეკლამო მასალა
დარჩელში თანამედროვე სტანდარტის სკოლა შენდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლის (II კორპუსის) მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 1.7 მილიონი ლარით ფინანსდება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

სკოლა, რომელიც 90 ბავშვზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება.

პროექტით გათვალისწინებულია როგორც შიდა, ისე გარე სივრცეების კეთილმოწყობა და რეკრეაციული ზონები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენობები სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.

ამასთან, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქის N1, N12 და ჯიხაშკარის N2 საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას განახორციელებს.
Print