სარეკლამო მასალა
GHGA - სა და "ლიბერთი ბანკს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რომლითაც ასოციაციის წევრი ფერმერებისათვის იქმნება ახალი შესაძლებლობები.  სპეციალური აგრო ბარათის საშუალებით ფერმერს საშუალება მიეცემა წლის განმავლობაში ნებისმიერ ეტაპზე შეღავათიანი პირობებით იქონიოს წვდომა ფინანსურ რესურსებზე, შეიძინოს საბრუნავი საშუალებები და დააფინანსოს საოპერაციო ხარჯები აგროტექნიკური ვადების სრული დაცვით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს, შეამცირებს რიკებს და დანაკარგებს.

ბარათის მფლობელები ისარგებლებენ საშეღავათო პერიოდით, რომელიც ითვალისწინებს ვალდებულებების შესრულებას მოსავლის აღების შემდგომ პერიოდში.

ასოციაციის მიზანს წარმოადგენს უახლოეს 3 წელიწადში, ახალი ბაღების გაშენებით და უკვე არსებული თხილის ბაღების მოდერნიზაციის საშუალებით გაორმაგდეს ექსპორტირებული თხილის მოცულობა (100 000 ტონა +) და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს საშუალო ხარისხი, რაც ყოველწლიურად დამატებით 1 მლრდ ლარის შემოსავალს მოუტანს ქართველ ფერმერებს და ქვეყნის ეკონომიკას.“
Print