სარეკლამო მასალა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
პანდემიის მიუხედავად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა არ შეჩერებულა. უკვე დასრულდა სოფელ ლეწურწუმეში, ჯუმითის უბანში, 4-კილომეტრიან გზაზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ასევე სანიაღვრე არხების მოეწყობა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 867 596 ლარს შეადგენს.

გზის მოწყობის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია მოადგილეებთან ერთად გაეცნენ. ჯუმითის უბანში ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.


Print