სარეკლამო მასალა
მეთხილე ფერმერთა ასოციაცია "კავკასნათის" პროდუქცია ორგანული და UTZ/Rainforest Alliance ჯგუფური სერტიფიკატების მფლობელი გახდა
2020 წელი მეთხილე ფერმერთა ასოციაცია "კავკასნათმა" მნიშვნელოვანი სიახლით დაასრულა - ასოციაციამ 612 ფერმერზე აიღო UTZ/Rainforest Alliance, ხოლო 195 ფერმერზე - ევროკავშირში აღიარებული ორგანული ჯგუფური სერტიფიკატები.

ასოციაცია "კავკასნათის" საწარმოო შესაძლებლობები ამ ეტაპზე 1300-მდე ტონა ნაჭუჭიან თხილს შეადგენს, საიდანაც 2021 წელს 400-მდე ტონა ბიოსერტიფიცრებული იქნება. ასოციაცია დასავლეთ საქართველოს 700-მდე ფერმერთან მუშაობს, რომლებიც თხილის პლანტაციებს ორგანული და UTZ/Rainforest Alliance სტანდარტების შესაბამისად მართავენ. ასოციაცია "კავკასნათი" წევრების რაოდენობისა და წარმოების პოტენციალის ყოველწლიურად 20-30%-ით გაზრდას გეგმავს.

ასოციაცია "კავკასნათი" 2020 წლის იანვარში, რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის გამოცდილების მქონე, ზუგდიდის, წალენჯიხისა და ვანის მუნიციპალიტეტების 8 კოოპერატივისა და 1 ფერმერთა არაფორმალური  ჯგუფის ინიციატივით დაარსდა.

ასოციაცია "კავკასნათის" ამოცანებია:

· თხილის მწარმოებელ ფერმერთა სერტიფიცირების ხელშეწყობა ბიო და UTZ/Rainforest Alliance სტანდარტების შესაბამისად;

· სერტიფიცირების სისტემაში ჩართული ფერმერების დახმარება პროდუქციის წარმოებისათვის აუცილებელი რჩევებითა და ტექნიკური მხარდაჭერით;

· ბიო და UTZ/Rainforest Alliance სერტიფიცირებული თხილის ფასნამატით რეალიზაციის ხელშეწყობა დაინტერესებული საბაზრო პარტნიორების მეშვეობით;

· მეთხილე ფერმერთათვის აუცილებელი სხვადასხვა მომსახურების განვითარებისა და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა.


ასოციაცია "კავკასნათის" ორგანიზაციულ განვითარებასა და სასერტიფიკაციო საქმიანობას მხარს უჭერს დანიის განვითარების სააგენტოსა (DANIDA) და HEKS-EPER-ის (შვეიცარია) მიერ დაფინანსებული პროექტი - "ორგანული თხილის საწარმოო ჯაჭვის განვითარება დამატებითი შემოსავლებისა და ღირსეული დასაქმებისათვის დასავლეთ საქართველოში".

ასოციაცია "კავკასნათი" იყენებს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" ჯგუფური სერტიფიცირების სისტემას, რომლის მეშვეობით ახორციელებს წევრი ფერმერების მუდმივ სწავლება /ინფორმირებას, მათი მეურნეობების ინსპექტირებას, ხელს უწყობს მათ გარე აუდიტს აკრედიტებული სერტიფიცირების ორგანოს მიერ და უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის მიკვლევადობას საწარმოო ჯაჭვის ყველა დონეზე.                                                     


Print