სარეკლამო მასალა
ტერაბანკის სტუდენტური სესხი - საუკეთესო შესაძლებლობა სწავლის დაფინანსებისთვის
ტერაბანკი გრძელვადიანი სტუდენტური სესხის შეთავაზებას აგრძელებს. საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე შექმნილი პროდუქტი მსურველებსსაუკეთესო შესაძლებლობას აძლევს, ფულადი რესურსის არქონის შემთხვევაშიგანათლება თავად დაიფინანსონ, სესხის დაფარვა სწავლის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ დაიწყონ, ეს პერიოდი კი მთლიანად დასაქმებისთვის გამოიყენონ.

ტერაბანკის მიერ შეთავაზებული დაფინანსების მოდელის უპრეცედენტო პირობა საშეღავათო პერიოდია, რომელიც 60 თვემდე ვადით გრძელდება, სწავლის პერიოდთან ერთად დამატებით 12 თვესმოიცავს და სტუდენტის მოთხოვნებს სრულად პასუხობს.ამას გარდა,პროდუქტით სარგებლობისთვის მსურველებს მშობლების თანამონაწილეობა არ სჭირდებათ და სესხის აღება დამოუკიდებლად შეუძლიათ.

სტუდენტური სესხის პროგრამა ათასწლეულის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და განკუთვნილია ქვეყანაშიმოქმედი, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონეუმაღლესი და პროფესიულ-საგანმანათლებლო სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან.დაფინანსების პროცესში პრიორიტეტი საბუნებისმეტყველო და საინჟინრო (STEM) სპეციალობებს ენიჭება.

ტერაბანკი ერთ-ერთი პირველი საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც საქართველოში სტუდენტის საჭიროებაზე მორგებული სესხის შეთავაზება დაიწყო. პროექტი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, ბანკს შესაძლებლობას აძლევს, ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს და სტუდენტებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას ხელი შეუწყოს.

პროდუქტის შესახებ დეტალების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: http://terabank.ge/ge/studentloan

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ზუგდიდის ფილიალს მისამართზე: თაბუკაშვილის N1 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00








Print