ახალი ამბები
რუხის კლინიკაში მყოფი პაციენტებიდან, 17-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 271 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 17 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რუხის საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს. სულ აღნიშნულ კოვიდკლინიკაში 138 ინფიცირებულია მოთავსებული.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული რჩება. აბაშის "ევექსის" კლინიკაში 27 პაციენტია მოთავსებული, სენაკის "ლაზიკა მედში" 54 პირი აგრძელებს მკურნალობას, ხოლო "სენამედში" 12. 

სამეგრელოში კორონავირუსისგან კიდევ 76 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 131 ახალი შემთხვევა.

საკარანტინო სივრცეში 9 მოქალაქე რჩება.

Print