სარეკლამო მასალა
ზუგდიდში "ფიფლ ინ ნიდის" მოლდავეთის მისიის დელეგაციას უმასპინძლეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე კაკავამ, დღეს, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან, "ფიფლ ინ ნიდ" საქართველოს მისიის პროექტის მენეჯერთან, ანა ქოჩუასთან ერთად, "ფიფლ ინ ნიდ" მოლდავეთის მისიის დელეგაციას უმასპინძლა.

მოლდავეთის დელეგაციის ვიზიტი მუნიციპალიტეტში სასწავლო ტურს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც მოხდება მხარეების მიერ გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ დელეგაციას, პროექტი "ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი"-ს ეფექტიანობაზე ესაუბრა. - " პროექტი გახლდათ "სტარტაპი" თუმცა, იმდენად სასარგებლო, მრავალფუნქციური და რეზონანსული აღმოჩნდა, დღემდე გრძელდება განხორციელება, უკვე ქალაქის ტერიტორიაზეც. პროექტი გახდა პროგრამული და მას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილება ახორციელებს". - აღნიშნა შეხვედრაზე კონსტანტინე კაკავამ.

სტუმრებს პროექტის, "ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი"-ს შესახებ პრეზენტაცია, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა წარუდგინეს.

პროექტს "ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ" საქართველოს მხარდაჭერით 2016 წლიდან ახორციელებდა. 2018 წლიდან კი პროექტი გახდა პროგრამული და მას დღემდე სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილება ახორციელებს. მიმდინარე წელს აღნიშნულ პროგრამაში 150-მდე ბენეფიციარია ჩართული.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 2019 წელს "ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი" საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის(BPP) კონკურსში დაჯილდოვდა. ჯილდო - საუკეთესო პრაქტიკისათვის 2019.
Print