სარეკლამო მასალა
სოფელ რიყეში "თანხმობა" პროექტს "ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" იწყებს
პროექტის "ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" გახსნითი ღონისძიება ზუგდიდის სოფელ რიყის ცენტრალურ პარკში გაიმართა. შეხვედრას "ქეა კავკასიისა" და "თანხმობის" გუნდის წევრები ესწრებოდნენ. ასევე, მოწვეულები იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის, მოხალისეები "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან".

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს "ქეა კავკასიისა" და "თანხმობის" წარმომადგენლებმა. მათ პროექტის მიზნებზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. ამასთან, გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს, იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა თემის განვითარებისთვის. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი ორგანიზაციებს მსგავსი პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვეს. 

ღონისძიება ადგილობრივი ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით გაიმართა. მათ ზემოაღნიშნული ორგანიზაციების მხარდაჭერით დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა პროგრამები: ვიქტორინა, ხელოვნების მასტერკლასი, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და ასევე სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, გასართობი და სპორტული აქტივობები. გარდა ამისა, "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების" მოხალისეებმა პირველადი დახმარების მასტერკლასი ჩაუტარეს ღონისძიების მონაწილეებს.

პროექტი "ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში - წალენჯიხაში, ზუგდიდში, გორსა და ბოლნისში "ქეა კავკასია" და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" ახორციელებენ, "ქეა ავსტრიასთან" მჭიდრო თანამშრომლობით.
Print