სარეკლამო მასალა
პროგრამის "ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის" (APMTerminals4Poti) მეორე რაუნდის ფარგლებში ბიზნეს იდეების კონკურსი დაიწყო
"ეიპიემ ტერმინალს ფოთი" - სს "კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური", ადგილობრივი მეწარმეობის მხარდასაჭერად 2021 წლის 4 თებერვლიდან ახორციელებს მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობის პროგრამას "ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის" (APMTerminals4Poti). პროგრამის მიზანია ადგილობრივ მოსახლეობასთან კომპანიის ურთიერთობის თვისობრივად ახალ, თანამშრომლობის ფორმატში გადასვლა. 

APMTerminals4Poti-ის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ კონკურსის წესით მოიპოვონ მიზნობრივი დაფინანსება (არაუმეტეს 4000 ლარისა) და გაიუმჯობესონ მეწარმეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. პროგრამა ითვალისწინებს 80-ზე მეტი მცირე ბიზნეს პროექტის დაფინანსებას, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, ფოთის მოსახლეობას გაუმარტივებს წვდომას სასურველ პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე.

პროგრამა, რომელიც ფოთის მოსახლეობას არაერთ პირდაპირ თუ არაპირდაპირ სარგებელს მოუტანს, არის ორწლიანი და ხორციელდება ექსპორტის განვითარების ასოციაციისა (EDA) და მისი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის - რეგიონალური განვითარების ასოციაციის (RDA) მიერ.

ამჟამად პროგრამის ფარგლებში პირველი რაუნდის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იმ ბიზნესების დაფინანსებას, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პროგრამის ყველა ეტაპი. პროგრამის მეორე რაუნდის ფარგლებში ბიზნეს იდეების კონკურსი 1 აგვისტოს გამოცხადდა და გაგრძელდება 31 აგვისტოს ჩათვლით.

ბიზნეს იდეის განაცხადის შევსების წესი:

• ბიზნეს იდეის განაცხადი ივსება მხოლოდ ელექტრონულად

• განაცხადი უნდა შეივსოს ქართულ ენაზე

• ხელნაწერი ან/და დასკანირებული განაცხადები არ მიიღება

• განაცხადის შევსების ბოლო ვადა არის 31 აგვისტო, 2021

ბიზნეს განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე >> https://cutt.ly/dQssbUM

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდებს:

www.eda.org.ge/4poti

https://www.facebook.com/APMTerminals4Poti

ან დაგვიკავშირდით:

Tel: +995 558697811; +995 568834777
Email:  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it


Print