სარეკლამო მასალა
მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივ არჩევნებში
გადაცემა მომზადებულია პროექტის: "2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა" ფარგლებში. პროექტის დონორები არიან აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროექტს ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია "დეა", საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისთან პარტნიორობით.
გადაცემაში მონაწილეობენ ასოციაცია "დეას" აღმასრულებელი დირექტორი მადონა ხარებავა და "საიას" წარმომადგენელი, პროექტის ექსპერტი ჯემალ ჭკადუა. მათ ისაუბრეს პროექტის ფარგლებში ჩატარებულ კვლევაზე, რომლის შედეგები 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატებს მიეწოდება, მათ საარჩევნო პროგრამებში მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებისა და ინტერესების ასახვის ხელშეწყობის მიზნით.
Print