ახალი ამბები
ზუგდიდის მერია ვაქცინაციის მსურველებისა და მედპერსონალის უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს
დღეიდან, ზუგდიდის მერია სამედიცინო პერსონალისა და ვაქცინაციის მსურველი მოქალაქეების რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ავტობუსები მოქალაქეებს დღეში რამდენჯერმე მოემსახურებიან. 

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში აქტიურადაა ჩართული და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს თითოეულ მოქალაქეს, რათა დროულად მოხდეს იმუნიზაცია. სწორედ ამ მიზნით, 14 აგვისტოდან, ყოველდღე, დილის 09:00 საათიდან, ზ.გამსახურდიას გამზირი N31-თან მდებარე (საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისის ტერიტორია) გაჩერებიდან უზრუნველყოფს მედპერსონალისა და მოქალაქეების უფასო ტრანსპორტირებას რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

მედპერსონალის საყურადღებოდ - ავტობუსი ყოველ დილით მოგემსახურებათ შემდეგი მარშრუტით:


შ. მესხიას სახელობის უნივერსიტეტის ტერიტორიიდან - 8:30 სთ;

საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისის წინ გაჩერებიდან 09:00 სთ - რუხის მიმართულებით;

უკუმიმართულება: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ზუგდიდის მიმართულებით 19:00 სთ.

იმუნიზაციის კაბინეტებში ასაცრელად მიმავალ მოქალაქეებს კი ავტობუსები შემდეგი გრაფიკით მოემსახურება:

საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისის გაჩერებიდან 10:00 სთ; 12:00 სთ; 14:00 სთ; 16:00 სთ; 18:00 სთ.

უკუმიმართულება: 11:00 სთ; 13:00 სთ; 15:00 სთ; 17:00 სთ; 19:00 სთ.

დაჯავშნეთ ვიზიტი ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
Print