სარეკლამო მასალა
მამუკა წოწერია: გიგა ოთხოზორიას გმირობა და ქვეყნის უსაზღვრო სიყვარული მაგალითი იქნება მომავალი თაობებისთვის
გიგა ოთხოზორიას დღეს 36 წელის შეუსრულდებოდა. სოფელ ხურჩაში ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლული ოთხოზორიას საფლავი დღეს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა გვირგვინებით შეამკეს. ისინი გარდაცვლილის ოჯახის წევრებს შეხვდნენ და დედას, ჯულიეტა ჭანტურიას გმირი შვილის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადეს.

"რთულია ანუგეშო დედა, მეუღლე და შვილები, თუმცა გიგას გმირობა და ქვეყნის უსაზღვრო სიყვარული ყოველთვის მაგალითი იქნება ჩვენი მომავალი თაობებისთვის" - აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

ინფორმაციისთვის, გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ კი მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

Print