სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 1 წლიანი ანგარიში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე კაკავამ დღეს საზოგადოებას 1 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

კონსტანტინე კაკავამ განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებაზე, განათლების ხელშეწყობის პროგრამებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრა Covid რეგულაციების დაცვით გაიმართა და მას სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწერებოდნენ.

პრეზენტაციის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კითხვები ძირითადად სამომავლო გეგმებს და თვითმმართველობის სტრატეგიულ მიმართულებებს ეხებოდა.

მერის მოვალეობის შემსრულებლის კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, რომ „მსგავსი ფორმატის შეხვედრები თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის არის მასტიმულირებელი, რათა მოქალაქეთა მეტი ჩართულობითა და თანამონაწილეობით ადგილობრივ თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და საქმიანობაში მივიღოთ კონკრეტული შედეგები, სადაც მაქსიმალურად იქნება ასახული თითოეული მოქალაქის, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვები, მისწრაფებები და სურვილები. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, შეიძლება ითქვას და თვითმმართველობის ქვაკუთხედი. მეტი თანამშრომლობა, მეტი ჩართულობა, მეტი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. - აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.

დეტალური ანგარიში იხ. ბმულზე: http://zugdidi.mun.gov.ge/ge/meris-angarishi
Print