სარეკლამო მასალა
ნარაზენს ახალი ამბულატორია ექნება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულს ახალი საექიმო ამბულატორია ექნება. მერიის ინფორმაციით, სოფლის ცენტრში არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მოადგილე ლუდუკ ხასია გაეცნენ.

ნარაზენში ამბულატორიას აქამდე საკუთარი შენობა არ ჰქონია და ის სკოლის ყოფილ ავარიულ შენობაში იყო განთავსებული.

ნარაზენის გარდა, ხუთი ახალი ამბულატორია ახალაბასთუმანში, კახათში, ყულიშკარში, ინგირსა და ხურჩაში აშენდა, ხოლო ორი ამბულატორია რეაბილიტირდა.
Print