სარეკლამო მასალა
ადგილობრივ დონეზე ქალთა/ოჯახში ძალდობის მსხვერპლთა დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობა
უკვე ერთი წელია, რაც ქალთა ფონდი „სოხუმი“, კანადის თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ვებგვერდი - ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრი (http://gbvdigitalresourcecenter.ge/ngo).

ეს არის პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც სამთავრობო, არასამთავრობო, მუნიციპალურ სერვისებს, ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა მხარდასაჭერად, ასევე ქალთა გაძლიერების პროგრამებს.

სწორედ წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში ონლაინ (ZOOM პლათფორმაზე) ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე - ადგილობრივ დონეზე ქალთა/ოჯახში ძალდობის მსხვერპლთა დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივ დონეზე ცენტრალური და არასამთავრობო სერვისების მიმწოდებლები და ჟურნალისტები.

„2015 წელს გაჩნდა პირველი ჩანაწერი ჩვენს მუნიციპალიტეტში ძალადობის თემაზე. ამის შემდეგ ვიზრდებით, ვაჩენთ ახალ ბერკეტებს, დახმარებებს მსხვერპლთა გაძლიერებისთვის. თქვენს უნიკალურ საიტს აქტიურად გამოვიყენებთ ბენეფიციარებთან მუშაობის დროს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და ფონდ „სოხუმის“ თანამშრომლობა ნამდვილად სამაგალითოა“, - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური განყოფილების უფროსმა, გოგი რევიამ. ამასთან მან, ზუგდიდის, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტის გამოცდილება ქალთა/ოჯახში ძალადობის მიმართ პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გაუზიარა.

ადგილობრივი ხელისუფლება წარმოადგენს ძალადობისგან დაცვის სახელმწიფო რეფერალური მექანიზმის სუბიექტს და საქართველოს კანონმდებლობით, სხვადასხვა სახელმწიფო სამოქმედო გეგმებით აქვს უფლებამოსილება და ვალდებულება, ჩაერთოს ძალადობის პრევენციის, შემთხვევების იდენტიფიცირების, მსხვერპლთა დახმარების საკითხში, რასაც ყველა მუნიციპალიტეტი შეძლებისდაგვარად პასუხობს შესაბამისი პროგრამებით, გაზრდილი კოორდინაციით სერვისის მიმწოდებელ სუბიექტებთან.

„თქვენი საიტი ოცნების ახდენაა, სრულყოფილი ელექტრონული სამაგიდო წიგნი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ქალთა თემაზე მუშაობს“- გვითხრა დისკუსიის დროს რუსუდან პაჭკორიამ, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის - ასოციაცია „მერკურის“ წარმომადგენლემა.

Print