სარეკლამო მასალა
სოლიდარობის აქცია საბერიო-ფახულანის გამყოფ ხაზთან

საბერიო-ფახულანის გამყოფ ხაზთან ქალთა ფონდი "სოხუმის" ინიციატივით უკრაინისადმი სოლიდარობის სიმბოლური აქცია გაიმართა.

მასში მონაწილეობა ფონდის თანამშრომლებმა და ბენეფიციარებმა მიიღეს.

მანამდე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებისთვის ქალთა ფონდმა ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა და  მონაწილეებს ბიზნესპროექტის წერისთვის საჭირო ინფორმაცია გააცნო.

"ტრენინგის მიზანია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული ქალების გაძლიერება, ახალი პროფესიების დაუფლება, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენა. სასწავლო-საინფორმაციო კურსის შემდეგ, საუკეთესო იდეების ავტორები მცირე გრანტებს მიიღებენ, რაც მათ დასაქმებასა და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს ფახულანში", - ნათქვამია ქალთა ფონდ "სოხუმის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

Print