სარეკლამო მასალა
ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელ ხალხს ქალთა ფონდი "სოხუმისგან"
"ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელ ხალხს ქალთა ფონდი „სოხუმისგან", - ეს წარწერა აქვს ტვირთს, რომელიც ფონდის აქტივისტების შემოწირულობებით შეგროვდა. მასში ძირითადად შედის ბავშვების და ახალშობილებისთვის საკვები, პროდუქტი, მედიკამენტები, პირველადი დახმარების ნივთები და ჰიგიენური საშუალებები.

"ასორტიმენტის შერჩევის დროს ჩვენ გავითვალისწინეთ უკრაინის საელჩოს მიერ მოწოდებული საჭიროებათა სია. ვფიქრობთ, რომ ომში ქალებს სპეციფიკური დახმარება სჭირდებათ. ეს არის ჩვენი ჰუმანიტარული გზავნილის მთავარი შინაარსი -"სოლიდარობა უკრაინელ დედებს და ბავშვებს", არა ომს! სოლიდარობა უკრაინას!" - აცხადებენ ქალთა ფონდ "სოხუმში", სადაც თანამშრომელთა უმრავლესობა აფხაზეთიდანაა და 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დევნილის (იძულებით გადაადგილებული პირის) სტატუსით ცხოვრობს.

უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული და სხვა სახის მხარდამჭერი აქციები ქალთა ფონდ "სოხუმის" სახელით მომავალშიც გაგრძელდება.

Print