სარეკლამო მასალა
ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობა - ქალთა ფონდ "სოხუმის" მონიტორინგის ახალი ანგარიში
ქალთა ფონდმა "სოხუმი" მონიტორინგის ახალ ანგარიში წარმოადგინა თემაზე: "ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო გამოცდილება". ორგანიზაციის ინფორმაციით, დოკუმენტის მიზანია, ადრეულ ეტაპზე მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამის დანერგვის საკითხზე დაინტერესებულ პირთა დამოკიდებულებების შესწავლა და აღნიშნული თემის ირგვლივ აქტიური დისკუსიების წამოწყება, რომელიც ხელს შეუწყობს შესაბამისი პროგრამის საკანონმდებლო დარეგულირებას და მის პრაქტიკაში ამოქმედებას.

"კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ოჯახში ძალადობრივი გარემოს აღმოსაფხვრელად და ეფექტიანი პრევენციისთვის არასაკმარისია მხოლოდ ძალადობის მსხვერპლის მიმართ გატარებული ღონისძიებები. აუცილებელია, დაინერგოს მოძალადესთან ადრეულ ეტაპზე მუშაობის პრაქტიკა, გაძლიერდეს მოძალადეების გამოვლენის ხარისხი, შემუშავდეს და უზრუნველყოფილ იქნას მოძალადეთა  ქცევის კორექციის პროგრამაში ჩართვა. ასევე, მნიშვნელოვანია  გაიზარდოს საზოგადოების მიმღებლობა ქცევის კორექციის პროგრამების მიმართ, საინფორმაციო კამპანიის წარმოების გზით", - ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ყველა მიგნება და რეკომენდაცია დეტალურად მოცემულია პუბლიკაციაში, რომელიც ხელმისაწვდომია ფონდ "სოხუმის" ვებ-გვერდზე.
Print