სარეკლამო მასალა
ზუგდიდში დევნილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
ზუგდიდში, ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ოფისში დევნილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეული იყო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს უფროსი ზურაბ ეგუტია. ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა.

"მონაწილეებს მიეწოდათ უახლესი ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობის შესახებ. ასოციაციის ბენეფიციარებმა ისაუბრეს მათ თემში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. განიხილეს არაერთი უმწვავესი საკითხი. ზურაბ ეგუტიამ დევნილ ქალებს და ახალგაზრდა გოგონებს ამომწურავად უპასუხა კითხვებზე.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ დევნილთა პრობლემების ადვოკატირების პროცესში მნიშვნელოვანია სააგენტოსთან თანამშრომლობა. სააგენტოს როლი დევნილთა საკითხების გადაჭრაში უნდა იყოს ეფექტური იმ რესურსებისა და კომპეტენციების ფარგლებში, რომლებიც მათ გააჩნიათ. მონაწილეებს გაუჩნდათ იმედი, რომ მათი სატკივარი ყურადღების მიღმა არ დარჩება", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print