სარეკლამო მასალა
წალენჯიხაში "მუჟავობა" აღნიშნეს (ფოტო)
პროექტის "ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" ფარგლებში წალენჯიხის სოფელ მუჟავას საჯარო სკოლის ტერიტორიაზე "მუჟავობის" ღონისძიება ჩატარდა. პროექტს "ქეა კავკასია" (CARE) და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" (Consent), ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებენ. ღონისძიებას დაესწრნენ "თანხმობის" გუნდის წევრები.მოწვეულ სტუმრებს იყვნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. მათ რეგიონებში მსგავსი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს."მუჟავობის" ფარგლებში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა. მათში მონაწილეობა ახალგაზრდებთან ერთად თემის სხვა წევრებმაც აქტიურად მიიღეს.პროექტის "ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ერთიანი, მშვიდობიანი, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას. მიზნის მისაღწევად პროექტი აძლიერებს 450 ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს (14-29 წლის), რათა მათ მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების და მშვიდობის დამყარების პროცესებში. პროექტი 2022 წლამდე იმუშავებს. პროექტი მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.
Print