სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, კულტურის სამინისტროს კონკურსის ,,არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“ ერთ-ერთი გამარჯვებულია
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსში „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.

გამარჯვებულ პროექტებს შორის ერთ-ერთი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტია „გავიცნოთ ცაიშის სამაროვანის არქეოლოგიური მემკვიდრეობა.“

პროექტის ავტორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ლაშა ჯიქიაა.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ,,ცაიშის სამაროვანის“ არქეოლოგიური კვლევა-ძიება. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტები, მოსწავლეები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 51 საჯარო და 5 კერძო სკოლიდან და, ასევე, 4 უფროსკლასელი აფხაზეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან.

წელს კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 20 000 ლარი იყო.
Print