სარეკლამო მასალა
ფონდი „სოხუმის“ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა სენაკში
სენაკში ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლის თემა იყო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები. სპიკერად მოწვეული იყო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით - დალი ქაჩიბაია.

მონაწილეებმა საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს ცენტრალურ და ადგილობრივ ეკონომიკურ პროგრამებზე. მონაწილეთა მხრიდან განსაკუთრებით მაღალი ინტერესი დაფიქსირდა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიმართ. მოწვეულმა სპიკერმა კონკრეტული ქეისების ანალიზით განუმარტა მონაწილეებს ის ძირითადი კრიტერიუმები, რომელსაც აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს. შეხვედრის პროცესში გაჩნდა საპროექტო იდეებიც. მონაწილეებმა მათ მიერ დასმულ კითხვებზე მიიღეს საჭირო ინფორმაციები. კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.

ეკონომიკურ პროგრამებზე ქალთა ინფორმირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ ჩართვას არსებულ პროგრამებში, რაც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების წინაპირობაა.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ბიზნესის მხარდაჭერის სხვა პროგრამებზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ერთ სივრცეში მოცემულ ბმულზე.
Print