სარეკლამო მასალა
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების შემაჯამებელი სამუშაოები
უკვე მეორე წელია ქალთა ფონდი „სოხუმი“, ასოციაცია „მშვიდობიან და საქმიან კავკასიასთან“ პარტნიორობით და USAID-ის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „განხეთქილების დაძლევა – ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“. პროექტი 2021 წლის თებერვალში დაიწყო და გამიზნულია კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენის, კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და თანამშრომლობის ხიდების მშენებლობისკენ.

პროექტი გამოირჩევა მრავალკომპონენტიანობით და მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდებთან მუშაობის, ქალთა გაძლიერების და გარემოს დაცვის მიმართულებებს. განსაკუთრებით ნიშანდობლივი კი ამ პროექტში ახალგაზრდებთან მუშაობის ნაწილია. მიმდინარე წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში გამოცხადდა მცირე გრანტების კონკურსი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფებისათვის. კონკურსში სულ 14 პროექტი იღებდა მონაწილეობას, საიდანაც ფონდმა „სოხუმმა“ 7 საუკეთესო ახალგაზრდული ინიციატივა შეარჩია და შვიდივე დააფინანსა 400 დოლარამდე ბიჯეტის ფარგლებში. პროექტის მონაწილე ახალგაზრდები იყვნენ დასავლეთ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა), რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ 5 მაისიდან 30 ივნისის მონაკვეთში 30-ზე მეტი საინტერესო და სასარგებლო აქტივობა განეხორციელებინათ: დასუფთავებისა და გამწვანების აქციები, საინფორმაციო შეხვედრები, სპორტული შეჯიბრებები და თამაშები, ესსეების კონკურსები, ვორქშოპები და ტრენინგები. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის აქტიურმა ახალგაზრდებმა თავისი ინიციატივით განახორციელეს. წარმოგიდნეთ თითოეული ჯგუფის მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და მონაწილეთა უკუკავშირს, თუ რა შესძინა პროექტმა მათ:

სოფელ კოკის საინიციატივო ჯგუფში
მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი „გვახსოვდეს აფზახეთი“, რომლის ფარგლებშიც ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები, მრგვალი მაგიდები, დისკუსიები, კვლევა, სადაც გამოკითხეს აფხაზეთიდან დევნილები და შეაგროვეს ყველა პოზიტიური და კეთილი მოგონებები რესპონდენტებსიგან, მათ შორის მეგობრობაზე აფხაზებთან, ურთიერთდახმარებაზე ომის დროს და ა.შ. ასევე, კოკის საჯარო სკოლის ეზოში ბავშვებმა გააშენეს მეგობრობის ხეივანი. პროექტმა ხელი შეუწყო თემში კონფლიქტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დაეხმარა ახალგაზრდებს სხვა კუთხით შეხედონ ამ საკითხს და გაიღრმავონ თავიანთი ცოდნა.

გიორგი ბუაძე:- „ამ პროექტში ჩართული რამდენიმე ახალგაზრდისთვის ეს იყო ახალი გამოცდილება. ზოგადად, არასოდეს ვყოფილვარ აქტიური, თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა, ხშირად ვმონაწილეობ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაში და ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩავერთე ამ პროექტში.“
ანა შედანია: - „ვფიქრობ, ეს მუშაობა ხელს შეუწყობს კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის კეთილგანწყობის გაძლიერებასა და ნდობის აღდგენას. ამ პროექტის საშალებით ჩვენ ჩვენი შესაძლებლობები დავინახეთ და ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გავიაზრეთ.

დიდინეძის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ფეისბუქზე შექმნეს გვერდი, სადაც პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია აქვთ განთავსებული. პროექტის ფარგლებში ჯგუფმა სხვადასხვა ასაკობრივი წევრებისთვის გამოკითხვა ჩაატარა თემაზე - „რას ვჭამთ?“ გამართეს 5 საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - „ეკოლოგია და ცხოვრების ჯანსაღი წესი“. იგივე თემაზე დაბეჭდეს და მოსახლეობაში გაავრცელეს საინფორმაციო ფურცლები.გარდა ამისა, პროექტის განმავლობაში აწყობდნენ დასუფთავების აქციებს საკუთარ თემში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სოფლებში დასაქმებულ სხვადასხვა პირებთან ერთად. გარდა ამისა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის შეჯიბრი მოაწყვეს ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბადმინტონში.

ელეონორა კუკავა: - „პროექტის საშუალებით მივიღე სხავდასხვა ღონისძიებების დაგეგმივისა და ჩატარების გამოცდილება. ახალგაზრდებში გაიზარდა ინფორმირებულობის დონე ჯანსაღი ცხოვრების შესახებ. ამ პროექტის დამსახურებით ბევრი რამ შევცვალე ჩემს ცხოვრებაში, მადლობა ფონდ „სოხუმს“.

გასულ კვირას კი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წევრები შეიკრიბნენ.

მონაწილეებმა სუბგრანტებით განხორცილელებული პროექტების შედეგები შეაჯამეს და საკუთარი შეფასებები ერთმანეთს გაუზიარეს: - „ჩვენმა პატარა პროექტმა - „ელექტრონული პეტიცია - წყალტუბოს მუნიციპალიტეტშიახალგაზრდების საჭიროებების მოსაგვარებლად“ახალ ინიციატივას დაუდო საფუძველი. ეს პრაქტიკა წყალტუბოში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან და საკუთარი პრობლემები მიაწოდონ“.

წყალტუბოს მე-4 სკოლასთან
არსებული ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა კი პროექტის- “ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება საზოგადებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში ქალთა მხარდაჭერისათვის“პრეზენტაციისას ძირითადი მიღწევები გამოკვეთეს. მათი შეფასებით, ამ პატარა პროექტით შესაძლებელი გახდება პოზიტიური გავლენის მოხდენა ახალგაზრდების ცნობიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქალთა მხარდაჭერას და გენდერულად დაბალანსებული საზოგადოების შექმნას მომავალში.

ნური ასლანიკაშვილმა პროექტის ფარგლებში ონლაინ-გამოკითხვა ჩაატარა გენდერულ თემაზე და შედეგებმა განსაკუთრებით დააფიქრა: - „100 ახალგაზრდა გამოვკითხეთ.
შედეგებიმოულოდნელი იყო. ახალგაზრდებთან ჯერ კიდევ სამუშაოა, რათა გათავისუფლდნენ გენდერული სტერეოტიპებისგან და მხარი დაუჭირონ ქალებს“.
ნინი კირთაძე: - „ჯგუფში ყველას ჩვენ-ჩვენი საქმე გვქონდა, ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობა, ერთანეთს ვეხმარებოდით. ვისწავლეთ, გუნდურად როგორ ვიმუშაოთ. “
ანასტასია ლობჟანიძე: - „ჩვენ, ახალგაზრდებმა უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, რათა სტერეოტიპები დავამარცხოთ. ეს პატარა პროექტი ამაში დაგვეხმარა.“
ხონის მე-3 საჯარო სკოლას უაღრესად აქტიური ბავშვები ჰყავს. მათი პროექტიც -"ეკოლოგია და ჯანსაღი ცხოვრების წესი" დასრულდა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მრგვალი მაგიდა, ველომარათონი, გამწვანებისა და დასუფთავების აქციები. პროექტმა ხელი შეუწყო

თემში ჯანსაღი ცხოვრებისა და ეკოლოგიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

ლიზი ტყაბლაძე: - „ამ პროექტში ჩართულობით გავხდი უფრო დამოუკიდებელი და კრეატიული. ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდებს ყოველმხრივ განვითარებაში."

ქუთაისის ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა განახორციელა პროექტი - "ჯანსაღი თაობა ეკოლოგიური გარემოსათვის." პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: "ეკოლოგია და მისი არსი, ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქ ქუთაისში". ასევე შეხვედრა გამართეს ანა ლეჟავასთან - აქტიურ, სპორტსმენ ქალთან, რომელმაც ისაუბრა ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის მნიშვნელობაზე, იმ გამოწვევებზე, რომელთა დაძლევაც მას მოუწია მიზნის მისაღწევად და იმ გენდერულ დისბალანსზე, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე გვხვდება სპორტის სამყაროში. კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი აქტივობა იყო გამწვანების აქცია, რომლის ფარგლებშიც ქუთაისის მე-6 და მე-13 საჯარო სკოლების ეზოში ნაძვი, ბზა, ტუია და სხვ. ხეები დარგეს.

მიხეილი კლარჯეიშვილი: - „ვისწავლეთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება პროექტების განხორციელების პროცესში. გავუზიარეთ ერთმანეთს ცოდნა სხვადასხვა საკითხებში მაგ: (ეკოლოგიის, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების საკითხში). გავხდით მეტად კომუნიკაბელურები ერთმანეთის მიმართ. განსაკუთრებით კი ახალი ცოდნა შევიძინეთ პროექტების წერაზე მათ განხორციელებაზე, საჭიროებაზე და მათი სიცოცხლისუნარიანობაზე“.

სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა პროექტის ფარგლებში 6 ვორკშოპი ჩაატარეს თემაზე: „ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი“. ვორკპებზე 5 სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. ჯანსაღი ცხვრების წესის პოპულარიზაციას სპორტული აქტივობებითაც გამოხატავდნენ. შეჯიბრი ჩატარდა ფრენბურთში და ფეხბურთში. ღონისძიებების პარალელურად ახალგაზრდებმა აქცია ჩაატარეს და წინასწარ მომზადებული სლოგანებით საკუთარი გზავნილები გაუგზავნეს საზოგადოებას ცხოვრების ჯანსაღ წესზე.

ლიკა სერგია, სენაკის ახალგაზრდული ჯგუფიდან მიიჩნევს, რომ მათთვის ეს იყო განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. „ძალიან გვინდოდა ყველაფერი ისე გამოსულიყო, როგორც დავგეგმეთ. ვღელავდით, ვემზადებოდით. მე ასეთი ვორკშოპი პირველად ჩავატარე. ეკოლოგიურ საკითხებზე ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღე, რომელიც შემდეგ სხვებს გავუზიარე. ჩემთვის ეს საუკეთესო გამოცდილებააა“.

ლუკა და ალექსი პროექტში სპორტულ აქტივობებს უწევდნენ ორგანიზებას. მათი შეფასებით სხვა დატვირთვა ჰქონდა ფეხბურთს, ფრენბურთს. „სხვანაირად შევხედეთ ყველაფერს, ამ ღონისძიებებით მოვუწოდეთ ახალგაზრდებს, რომ ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ“.

ახალგაზრდების მხარდაჭრისა და გაძლიერების ცენტრალურ, არასამთავრობო და მუნიციპალურ პროგრამებს ერთად იპოვი აქ


Print