სარეკლამო მასალა
ახალგაზრდების მიერ მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა - ფორუმი მდგრადი მშვიდობის და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად
12 სექტემბერს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით სამოქალაქო ფორუმი თემაზე: "ქალებისა და ახალგაზრდების მიერ მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა - მდგრადი მშვიდობის და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად" ჩატარდა.
შეხვედრას ფონდის ქუთაისის, წყალტუბოს, სენაკის, ხონისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრები დაესწრნენ. მოწვეულმა ექსპერტებმა საკუთარ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს სამშვიდობო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას, ისაუბრეს იმ სამშვიდობო ინსტრუმენტებზე, რომლებიც ეროვნული და საერთაშორისო დოკუმენტების სახით არსებობს.

საინიციატივო ჯგუფებმა ცალკეული მუნიციპალიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით შეიმუშავეს გეგმები, თუ რა უნდა გაკეთდეს ადგილებზე იმ ძირითადი ამოცანების შესასრულებლად, რომელიც მშვიდობის კულტურის დანერგვისა და საზოგადოებაში მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით არის შესაძლებელი.

ჯგუფების ნამუშევრებმა წარმოაჩინა, რომ ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების დახმარებით შესაძლებელია ისეთი ინიციატივების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს საზგადოებაში აგრესიის შემცირებას და კონფლიქტურ მხარეებს შორის ნდობის აღდგენას. ჯგუფების ნამუშევრები საფუძვლად დაედება საინიციატივო ჯგუფების სამშვიდობო სტრატეგიასა და მინი პროექტებს, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადი მშვიდობის შექმნას საზოგადოებაში.

„უკვე ორი წელია ქალთა ფონდი „სოხუმის“ პროექტში ვმონაწილეობთ და მის ფარგლებში ძალიან ბევრი სასარგებლომინი პროექტი განვახორციელეთ, რომელიც დაგვიფანანსა ფონდმა „სოხუმმა“ და USAID-მა. დღეს კი ვიმუშავეთ მშვიდობის თემაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, აგრესიის აღმოფხვრა, დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტის მოგვარება, კომუნიკაციის დამყარება. ამ თემებთან დაკავშირებით შევიმუშვეთ სხვადასხვა აქტივობები,რაც ხელს შეუწყობს მათ მოგვარებას. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ქალებისა და ახალგაზრდების მონაწილეობა, ჩართულობა გაგვეზარდა სამოქალაქო აქტივიზმში“, - აღნიშნა  პროექტის მონაწილე ახალგაზრდა მონაწილემ ანა ქურასბედიანმა.

პროექტის „განხეთქილების დაძლევა – ხალხთა შორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ ფარგლებში ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ განხორციელებულ ყველა აქტივობას შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე –

http://fsokhumi.ge/index.php/ka/itemlist/tag/USAID

Print
თეგები: ფონდი სოხუმი /