სარეკლამო მასალა
სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაასრულა.

ახლად რეაბილიტირებული შენობა სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა, ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავასთან ერთად დაათვალიერა.

პროექტი, რომლის საერთო ღირებულება მილიონ ლარამდეა, სააგენტომ სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელა. შედეგად, 123 მოსწავლეს საშუალება ექნება სრულფასოვანი ზოგადი განათლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღოს.

პროექტის ფარგლებში გარემონტდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, სპორტული დარბაზი, ადმინისტრაციული ნაწილი და ფოიე; სრულად შეიცვალა კარ-ფანჯარა და ელექტრობა. სკოლაში ფუნქციონირებს კლას-კაბინეტები, ბიბლიოთეკა, ექიმის და რესურს ოთახები.

150 მოსწავლეზე გათვლილი ორსართულიანი შენობა ადაპტირებული გახდა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: მოეწყო პანდუსი და ადაპტირებული სველი წერტილები. ეზოში გაკეთდა ხელოვნურსაფარიანი, კომბინირებული ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე, დაიგო ასფალტის საფარი, გამოიცვალა ჭიშკარი და ღობე.
Print