სარეკლამო მასალა
ასოციაცია “იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის-სამი ქალის ისტორია

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების შესაქმნელად აუცილებელია, ფართო საზოგადოების გათვითცნობიერება და ყურადღების მიპყრობა ქალთა და ახალგაზრდა გოგონათა ეკონომიკური უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოების მნიშვნელობაზე რეგიონში. ამასთან მნიშვნელოვანია დამწყებ მეწარმეებს გააცნობ წარმატებული ქალების და ახალგაზრდა გოგონების ისტორიები, მათი გამოცდილება და მენტორინგის პროგრამის სიკეთეები, - ამბობენ ორგანიზაციაში.
"პროექტის "ქალთა მეწარმეობისა და ინოვაციების ქსელის გაძლიერება სამეგრელო -ზემო სვანეთსა და აფხაზეთში" ფარგლებში, შეიქმნა ვიდეორგოლები, სადაც წარმოვაჩინეთ წარმატებული მეწარმე ქალების საქმიანობა, დამწყები სტარტაპების წახალისებისა და მოტივაციის გაზრდის, მათი ეკონომიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩართვის მიზნით. მნიშვნელოვანია, გაიზარდოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული ქალებისა და ახალგაზრდა გოგონების რაოდენობა!", - აღნიშნა ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის აღმასრულებელმა დირექტორმა ქრისტინე კილანავამ. 
მისივე თქმით, ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის კვლავ გააგრძელებს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნვას, ქალთა მიერ შექმნილი საწარმოების მხარდაჭერას, რადგან ქალთა მეწარმეობა ქართული ბიზნესის ერთ-ერთი დინამიური სექტორია.
 
Print