ახალი ამბები
"ჩემი მეგრული ჯადოსნური ზღაპრების" პირველი წიგნის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წიგნების სერიის "ჩემი მეგრული ჯადოსნური ზღაპრების" პირველი წიგნის "კაჟანდიი ქერქუუს არიკის" პრეზენტაცია გაიმართა. სერია წარმოადგენს ქართველი ენათმეცნიერების - ალექსანდრე ცაგარელის, კორნელი დანელიასა და აპოლონ ცანავას მიერ მოპოვებული XIX-XX საუკუნეების მეგრული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების გაერთიანებას. წიგნები გამოიცა მეგრულ და ქართულ ენებზე.

"ჩემი მეგრული ჯადოსნური ზღაპრების" სერია 10 წიგნს აერთიანებს.
 პროექტი ეკუთვნის კომპანია "არიკის", რომლის მიზანია ბოლო საუკუნე-ნახევრის განმავლობაში ჩაწერილი და გამოცემული მეგრული ზღაპრებისა და ზეპირსიტყვიერების სხვა ნიმუშების მკითხველთათვის ვიზუალურად საინტერესო, შემეცნებითი და მხატვრული ფორმით მიწოდება, საზოგადოებაში მეგრული ზეპირსიტყვიერებისადმი და ქართული კულტურის სუბკულტურისადმი ინტერესის გაღვივება.
Print