რეკლამა
"პანცილიონის" ახალი ფილიალი ზუგდიდში (ფოტო/ვიდეო)

ზუგდიდში ავეჯის სახლ "პანცილიონის" ახალი ფილიალი გაიხსნა. შოურუმში წარმოდგენილია სხვადასხვა ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.

მომხარებელს შეუძლია მისთვის სასურველი ავეჯი შეღავათიან ფასად უკვე ზუგდიდში გამსახურდიას #6 შეიძინოს, პროდუქციის ტრანსპორტირებას დანიშნულების ადგილამდე კი კომპანია თავად უზრუნველყოფს. 

კომპანიის წარმომადგენლების თქმით ზუგდიდის ფილიალში ათი ადამიანი დასაქმდა. გახსნის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ
.
.
"დასავლეთ საქართველოში ასე აქტიურად არ ვიყავით წარმოდგენილები, იმედია ჩვენი პირველი ნაბიჯები წარმატებული იქნება. ყველა ზუგდიდელს ვულოცავ დღევანდელ დღეს და იმედია ბევრ წარმატებას მივაღწევთ ერთად", - უთხრა რადიო "ათინათს" პანცილიონის დირექტორმა ნათია გაგნიძემ.

"ქალაქში გაიხსნა ახალი სტილის მაღაზია სადაც მომხარებელს შეუძლია შეიძინოს უმაღლესი ხარისხის ავეჯი, სრული მომსახურების სერვისით. ავეჯი უკვე აღარ არის ფუფუნების საგანი და გვიხარია, რომ ჩვენი მომსახურებით რეგიონში შევძლებთ კმაყოფილი მომხარებლების რაოდენობის გაზრდას", - აღნიშნა რადიო "ათინათთან" "პანცილიონი" ზუგდიდის დამფუძნებელმა ირაკლი ჭითანავამ.

კომპანიაში ფიქრობენ,რომ ზუგდიდში ახალი შოურუმის გახსნა ხელს შოუწყობს ადგილობრივი ბაზრის გავნითარებას.

 

Print