სარეკლამო მასალა
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ახალ კვლევაზე დაიწყო მუშაობა
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“დასავლეთ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ზუგდიდი, სენაკი, წალენჯიხა) ქალებისა და ახალგაზრდების საჭიროებების შეფასების შესახებ ახალ კვლევაზე დაიწყო მუშაობა. მათ შორისაა, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში კონფლიქტის გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებშიმცხოვრები ქალები და გოგონებიც.

კვლევის მიზანია სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ქალებისა და ახალგაზრდების წინაშე არსებული პრობლემების და გამოწვევების იდენტიფიცირება და მათთვის პრიორიტეტული საკითხების გამოკვეთა, პრობლემებზე ეფექტიანი რეაგირების სტრატეგიების გამომუშავება და პოზიტიური ცვლილებების ადვოკატირება, როგორცადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე.

მოცემული კვლევის ერთგვარი „ნოუ-ჰაუა“ სამიზნე რეგიონებშიწინასწარ შერჩეული სათემო ლიდერი ქალების/გოგონებისმომზადება, რათა მათ დამოუკიდებლად და კვალიფიციურად შეძლონ მონაცემების შეგროვება და პრობლემების იდენტიფიცირება. მონაცემთა შეგროვებისპროცესში ერთვება ზემოაღნიშნული ექვსი სამიზნე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თემის 90 ქალი და ახალგაზრდა ლიდერი. საბოლოოდ,სწორედ მათი იდეები და საჭიროებები იქნება ინტეგრირებული სახელისუფლებო უწყებებისათვის შემუშავებულ რეკომენდაციებში.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ უკვე წლებია ახორციელებს მსგავს კვლებებს პროექტის „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოსაგვარებლად“ ფარგლებშიUSAID-ის მხარდაჭერითასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიასთან“ ერთად.

პირველი კვლევა გამოქვეყნდა 2021 წლის სექტემბერში, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

მეორე - 2022 წლის სექტემბერში, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
Print