სარეკლამო მასალა
"ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა" - თხილის მწარმოებელთა შეხვედრა ანაკლიაში (ფოტო/ვიდეო)
ანაკლიაში ასოციაცია "კავკასნათის" ორგანიზებით,ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანასთან" ერთად ადგილობრივ მეწარმეთა და სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომელთა შეხვედრა გაიმართა.

ორგანიზატორების განმარტებით, ასოციაცია "კავკასნათი" იყენებს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" ჯგუფური სერტიფიცირების სისტემას და ახორციელებს წევრი ფერმერების მუდმივ სწავლება /გადამზადებას. მათივე თქმით, სერტიფიცირებული ბიო თხილის ფასი, ჩვეულებრივთან შედარებით, საშუალოდ, 1 დოლარით მეტია. "ბიო წარმოების ხელშეწყობის პროგრამა"შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაციის "Hეკს-Eპერ"-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

"ბიო თხილის საბაზრო ფასი არის ბევრად მაღალი, ვიდრე ჩვეულებრივი თხილის შემთხვევაში. გაყიდვის სქემა უკვე არის აწყობილი, არსებობს ქარხანა რომელიც ბიო თხილს ყიდულობს, ფასში სხვაობა თითქმის 1 დოლარი იყო გასულ წელს, ეს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ბიო სერტიფიკატი. ჩვენ ფერმერებს ამ სავაჭრო სქემაში ჩართვას ვთავაზობთ, რომელზეც წლებია ვმუშაობთ",- უთხრა რადიო "ათინათს" ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ.

გასულ წელს ასოციაცია "კავკასნათის" მიერ 300-მდე ბიო სერტიფიკატი გაიცა და სერტიფიცირებული პროდუქციის რაოდენობამ 496 ტონა გაუტეხავი თხილი შეადგინა. ასოციაციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ 2023 წელს ეს მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს.

საქართველო თხილის მწარმოებელ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი წამყვანია და ექსპორტის მაჩვენებლით მეხუთე ადგილზეა. ყოველწლიურად საქართველოდან ათასობით ტონა თხილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გადის. ეს აგროკულტურა სამეგრელოში განსაკუთრებით პოპულარულია, ქვეყნის მასშტაბით კი თხილის წარმოება 100 000-ზე მეტი ოჯახისთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს.
ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად სოფლის მეურნეობის ეს მიმართულებაც ვითარდება და უფრო და უფრო მარტივი ხდება ბიოლოგიურად სუფთა, ორგანული პროდუქტის წარმოება.
თხილის მწარმოებელთა ასოციაცია "კავკასნათი", რომელიც 700-მდე ფერმერს აერთიანებს, 2020 წლიდან, სამეგრელოში ბიო თხილის წარმოების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.



Print