სარეკლამო მასალა
ზუგდიდი მოლში საბავშვო ტანსაცმლის ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტო)
ზუგდიდი მოლში საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია გაიხსნა, რომელშიც პრემიუმ ხაზის ევროპული ბრენდების Original Marines და Mayoral პროდუქციაა წარმოდგენილი.

ესპანური წარმოშობის ბრენდი მაიორალი 80 წელზე მეტია აწარმოებს საბავშვო ტანსაცმელს, ხოლო 1983 წელს იტალიაში დაარსებული ორიჯინალ მარინსი კი დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით 400-მდე მაღაზიას ფლობს.
ხარისხითა და სტილით გამორჩეული ორივე ბრენდი დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგოც ევროპაში, ასევე მთელს მსოფლიოში.
საქართველოში აღნიშნული ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია კომპანია „დრესარიუმი“.

ამ დრომდე მაიორალის და ორიჯინალ მარინსის შეძენა შესაძლებელი იყო დედაქალაქში - გალერია თბილისსა და ისთ ფოინთში. დღეიდან კი ზუგდიდის მოსახლეობასაც ექნება შესაძლებლობა გაანებივროს თავიანთი პატარები დახვეწილი და გამორჩეული ტანისამოსით.

მაღაზიის გახსნაზე მოსულ სტუმრებს „დრესარიუმმა“ სხვადასხვა სახის აქტივობა შესთავაზა, მათ შორის ანიმატორების შოუ, ასევე საჩუქრები.

ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, 3 დღის განმავლობაში (11-13 მარტს) მაღაზიის სრულ კოლექციაზე 20% იანი ფასდაკლება იმოქმედებს, ხოლო 290 ლარიან შენაძენზე მომხმარებლები საჩუქრად ლეგოს მიიღებენ.






Print