სარეკლამო მასალა
ზუგდიდი მოლში ტანსაცმლის მულტიბრენდული მაღაზია დრესარიუმი გაიხსნა
ზუგდიდი მოლში ტანსაცმლის მულტიბრენდული მაღაზია დრესარიუმი გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია ისეთი პრემიუმ ბრენდები, როგორებიცაა: Hackett; Lion of Porches და Pepe Jeans.
მაღაზიაში მომხმარებელს დახვდება როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ევროპული ხარისხის ტრენდული სამოსი.

Hackett/ჰაკეტი
- მამაკაცის ტანსაცმლის ბრენდია, რომელიც ცნობილია ტრადიციული ბრიტანული სტილით, იდეალურად ერწყმის თანამედროვე ჭრებს და ქმნის უნიკალურ სამოსს.

LION OF PORCHES/ლაიონ ოფ პორშეს
- წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის ბრიტანულ ბრენდს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ელეგანტური და თანამედროვე სტილის ყოველდღიურ სამოსს. ბრენდი გამოირჩევა დახვეწილი სილუეტითა და ფერადი კოლექციებით.

Pepe Jeans/პეპე ჯინს
ი - მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვანი ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს როგორც ჯინსების მრავალფეროვან არჩევანს, ისე ფეხსაცმლისა და ყოველდღიური სამოსის ტრენდულ ლუქებს.

პეპე ჯინს ლონდონი კოლექციის ორ ხაზს - ქალისა და მამაკაცის - ყოველ სეზონზე ქმნის. კოლექციების შექმნის პროცესი ორიენტირებულია მაღალი ხარისხიის მატერიაზე, მორგებულობასა და საბოლოო ვიზუალზე, რომელშიც მაღალი მოდის ატრიბუტები დახვეწილადაა ინტეგრირებული.

ბრენდი გთავაზობთ, როგოც ფუნდამენტურად ბაზისურ სამოსს, ისე საღამოს კაბებს, ტყავის ქურთუკებს და რაღა თქმა უნდა, ბრენდის მთავარ სპეციალიზაციას - ჯინსებს.

პეპე ჯინსის სამოსი ტრენდული და ახალია, მოდური და თანამედროვე... პეპე ჯინსის გოგო და ბიჭი 20 დან 35 წლამდე, აქტიურები და ურბანულები არიან, რომელთაც საკუთარი მოდის იდენტობა გააჩნიათ.

საქართველოში აღნიშნული ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია კომპანია დრესარიუმი, რომელიც ქართულ ბაზარს 2018 წლიდან ანებივრებს გამორჩეული და უნიკალური ევროპული ტანსაცმლის ბრენდებით.

ამ დრომდე აღნიშნული ბრენდების შეძენა შესაძლებელი იყო თბილისში, ბრენდების ოფიციალურ მაღაზიებში. თუმცა კომპანია დრესარიუმმა ამჯერად ზუგდიდის მცხოვრებლებს შესთავაზა ახალი მულტიბრენდული კონცეფციის მაღაზია, სადაც რამდენიმე ბრენდის ტანსაცმელი იქნება თავმოყრილი. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი კონცეფციის მაღაზია პირველია კომპანიისთვის, თუმცა სამომავლოდ დრესარიუმი ამ მიმართულებით საქართველოს სხვა ქალაქებშიც გეგმავს გაფართოებას.

Print