სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მერია ახალ პროგრამას " თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი" იწყებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, 30 მაისიდან, ახალ სოციალურ პროგრამას, ,,თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი-საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილურობა“ იწყებს.

ახალი პროგრამის დებულება დღეს დამტკიცდა.

აღნიშნული პროგრამით ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ან არ მქონე პირებს, კიდურის ამპუტაციით განპირობებული, გადაადგილების შეზღუდვის მქონე და მხედველობის არ მქონე პირებს მოემსახურება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპულ სარდლობას პროგრამის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. სწორედ მათი ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 3 ადაპტირებული მიკროავტობუსი გადაეცა. მერის პირველმა მოადგილემ, მძოლების გადამზადების პროცესში ასოციაცია ,,დეა“-სა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წვლილზეც ისაუბრა.

ახალი პროგრამის დანერგვას წინ უძღოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეტლით მოსარგებლე ან გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირთა ბაზების მოკვლევა და სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი პირველია, რომელიც საქართველოს მასშტაბით აღნიშნულ სერვისს განახორციელებს.
Print