სარეკლამო მასალა
22 მაისს ზუგდიდში სკოლის კურსდამთავრებულთათვის გრანდიოზული კონცერტი გაიმართება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით, 22 მაისს, სკეიტ პარკში, სკოლის კურსდამთავრებულთათვის მიძღვნილი ღონისძიება "ბოლო ზარი 2023" გაიმართება.

ღონისძიება 15:00 საათზე სკოლის მოსწავლეთა საზეიმო მსვლელობით დაიწყება და სხვადასხვა აქტივობით გაგრძელდება.

მოსულ სტუმრებს ადგილზე დახვდებათ საუნივერსიტეტო ხეივანი, ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენა, კვების ობიექტები, სპორტული აქტივობები. გაიმართება სკოლის მოსწავლეთა საზეიმო მსვლელობა.

ღონისძიებას "KILLAGES"-ის კონცერტი დახურავს.

შემოგვიერთდით, ერთად მივულოცოთ ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება.
Print