სარეკლამო მასალა
"გერია და შავი ხელმწიფის ამბავი" - გამომცემლობა "არიკის" ახალი წიგნის პრეზენტაცია ზუგდიდში
"ჩემი მეგრული ჯადოსნური ზღაპრები" - ასე ჰქვია წიგნების სერიას, რომელიც კომპანია "არიკის" წამოწყებაა. ახალმა პროექტმა მკითხველებში მალევე მოიპოვა პოპულარობა.
11 მაისს ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სერიის მეორე წიგნის "გერია და შავი ხელმწიფის ამბავი"-ს პრეზენტაცია გაიმართა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ სრულიად ახალ ზღაპარს და ბავშვებთან ერთად მონაწილეობა მიეღოთ საინტერესო კითხვის პროცესში.

სერია წარმოადგენს ქართველი ენათმეცნიერების, ალექსანდრე ცაგარელის, კორნელი დანელიასა და აპოლონ ცანავას მიერ მე-19 და მე-20 საუკუნეებში მოპოვებული მეგრული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების გაერთიანებას. წიგნები მეგრულ და ქართულ ენებზე გამოიცემა.

პრეზენტაციაზე მსახიობმა და ჟურნალისტმა ნიკოლოზ გაბელიამ სტუმრებისთვის წიგნიდან ამონარიდები წაიკითხა, მას შეუერთდნენ მოსწავლეები სხვადასხვა სკოლიდან და ზღაპრიდან ნაწყვეტები მეგრულ ენაზე გააცნეს დამსწრეებს. საღამო მიეძღვნა მეგრული ზეპირსიტყვიერებისა და კულტურის შესახებ საუბრებს, მუსიკალურ ნაწილს კი მომღერალი მარიტა როხვაძე უძღვებოდა.

"არიკის" მიზანია ბოლო საუკუნე-ნახევრის განმავლობაში ჩაწერილი და გამოცემული მეგრული ზღაპრებისა და ზეპირსიტყვიერების სხვა ნიმუშების მკითხველთათვის ვიზუალურად საინტერესო, შემეცნებითი და მხატვრული ფორმით მიწოდება, საზოგადოებაში მეგრული ზეპირსიტყვიერებისადმი და ქართული სუბკულტურისადმი ინტერესის გაღვივება.

როგორც პროექტის ორგანიზატორები აღნიშნავენ, "ჩემი მეგრული ჯადოსნური ზღაპრების" სერიის ყველა წიგნი მომავალში ყველა ოჯახის ბიბლიოთეკას დაამშვენებს. ეს არის საინტერესო და ღირსშესანიშნავი საჩუქარი.

სერიაში წარმოდგენილი ზღაპრები დააინტერესებს არა მარტო ბავშვებს, არამედ ზრდასრულებსაც." დამსწრეებმა აღნიშნეს წიგნისა და მისი თანმდევი მასალების უნიკალური ხარისხიც, რაც გამომცემლობა "სხივი ჯგუფმა" უზრუნველყო.

"ჩემი მეგრული ჯადოსნური ზღაპრების" სერია 10 წიგნს აერთიანებს. ძალიან მალე წიგნების სერიას ახალი, მესამე ზღაპარიც შეემატება.


ამავე თემაზე:

"ჩემი მეგრული ჯადოსნური ზღაპრების" პირველი წიგნის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
Print