სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მერია შემოქმედებითი სივრცეების და კლასტერების ხელშეწყობის მიზნით კონკურსს აცხადებს
თუ ხარ შემოქმედებითი და გსურს განავითარო იდეა, ეს პროექტი შენთვისაა!
ზუგდიდის მერია ევროკავშირის პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს შემოქმედებითი სივრცეების და კლასტერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

კონკურსის პირობები ითვალისწინებს ორ მიმართულებას:

ზუგდიდის შემოქმედებითი კლასტერებისა და სივრცეების განვითარება, ასევე ამ მიზნისთვის შემოქმედებითი კლასტერების ალიანსის „შემოქმედებითი ზუგდიდი“ დაარსება/ხელშეწყობა. კულტურის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისთვის მიმართული შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელთა შორის, ასევე სექტორთაშორისი თანამშრომლობის ხელშემწყობი პროგრამების/პროექტების განხორციელება.

ზუგდიდის მერიის მიერ კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 20 100 ლარს.

განაცხადები მიიღება 2023 წლის 5 ივნისიდან 2023 წლის 16 ივნისის ჩათვლით მერიაში, მისამართზე: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N90 მატერიალური სახით ან მერიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ელექტრონული დოკუმენტის სახით.
კონკურსის დებულება: https://shorturl.at/lDGQ2

კონკურსის პირობები და დაფინანსების წესი: https://shorturl.at/acmAU

დანართი N1 - განცხადების ფორმა: https://shorturl.at/izGMR

დანართი N2 - საპროექტო განაცხადი: https://shorturl.at/ftEP4

დანართი N3 - დაზუსტებული ინფორმაცია: https://shorturl.at/KOV89

დანართი N4 - შესრულების ანგარიში: https://shorturl.at/cGJN6

Print