სარეკლამო მასალა
ზუგდიდში მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი "მედეგი" გაიხსნა
ზუგდიდში კ. გამსახურდიას 202-ში ახალი მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი "მედეგი" გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს, მათ შორის ფსიქო კონსულტირებას, აუტიზმის და ინტელექტის დიაგნოსტიკას, არტ თერაპიას, ქცევით თერაპიას, ასევე ცენტრის ბაზაზე ჩატარდება პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგები.
"ჩვენს გუნდში არიან ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, მეტყველების და ქცევითი თერაპევტები. ჩვენი მიზანი, არის რომ ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი სერვისი,"- უთხრა რადიო "ათინათს" ფსიქოლოგმა ნათია ცირამუამ.

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ "მედეგში" აუტიზმის და ინტელექტის დიაგნოსტიკაც არის შესაძლებელი, ამ სერვისის მნიშვნელობაზე ზუგდიდის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსიც საუბრობს. ნინო სხულუხიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ სოციალური პროექტების ფარგლებში ამ პრობლემით მომართვიანობა ხშირია.

"ბოლო პერიოდის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აუცილებლობა და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვების რაოდენობის ზრდა, რასაც ჩვენ ვხედავთ მომართვიანობაში მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში. ჩვენ მივესალმებით ამ ცენტრის დაარსებას და დიდ იმედებს ვამყარებთ,"- ზუგდიდის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ.

"მედეგი" მომხმარებელს ასევე სთავაზობს კონსულტაციებს ოჯახებისთვის, რაც მოიცავს პარტნიორების შორის კრიზისული ურთიერთობის დაძლევას, მშობლების განქორწინების შემდგომ მიღებულ ტრავმებზე მუშაობას არასრულწლოვანებთან, მოზარდობის ასაკში სირთულეების მოგვარებაში პოზიტიური მშობლობის უნარების განვითარებას, სტრესის და პირადი პრობლემების დაძლევასა და დაბალ თვითშეფასებაზე მუშაობას.







Print