სარეკლამო მასალა
ზუგდიდში დოკუმენტური ფილმის " დიდება დედოფალს " ჩვენებას ნონა გაფრინდაშვილი დაესწრო
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, დოკუმენტური ფილმის ,,დიდება დედოფალს‘‘ ჩვენება გაიმართა.

ფილმის ჩვენებას ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან, ქართული ჭადრაკის ლეგენდასთან ნონა გაფრინდაშვილთან და ავსტრიის ელჩთან თომას მიულმანთან ერთად ესწრებოდა.

დოკუმენტური ფილმი ასახავს ოთხი ლეგენდარული მოჭადრაკე ქართველი ქალის ნონა გაფრინდაშვილის, ნანა იოსელიანის, ნანა ალექსანდრიასა და მაია ჩიბურდანიძის ისტორიას. ფილმი საქართველოს, ავსტრიისა და სერბეთის მხარდაჭერით გადაიღეს.

დღესვე, ნონა გაფრინდაშვილი ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
Print