სარეკლამო მასალა
ზუგდიდში ბავშვთა განვითარების ახალი ცენტრი „დობადონა“ გაიხსნა (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდში ბავშვთა განვითარების ახალი ცენტრი „დობადონა“ გაიხსნა. ცენტრი სხვადასხვა ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს მოემსახურება. „დობადონას“ ხელმძღვანელის სალომე ანჩაბაძის თქმით, ცენტრი ბენეფიციარებს შემდეგ სერვისებს მიაწვდის: ქცევის თერაპია, აკადემიური უნარების თერაპია, მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია, ფიზიკური თერაპია და ფსიქოკონსულტირება. მისივე განმარტებით, ცენტრი ამ მომსახურებას ბავშვებს თბილ და მათზე მორგებულ მყუდრო გარემოში შესთავაზებს.

„ეს არის ბავშვის განვითარების ცენტრი, რომელიც ამჟამად მოემსახურება 40 ბენეფიციარს. მათი უმეტესი ნაწილი იქნება აუტისტური სპექტრის აშლილობის, ქცევის დარღვევის მქონე ბავშვები და სოციალიზაციის პრობლემების მქონე ბავშვები. ჩვენი სტაფის შემადგენლობაში შედიან ფსიქოლოგები, ოკუპაციური თრერაპევტები, ფიზიკური თერაპევტები, სპეცმასწავლებლები და ასევე მეტყველების თერაპევტი“, - აღნიშნა ცენტრის ხელმძღვაბელმა.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს ცენტრის შექმნის მოკლე ისტორია გააცნეს და მხარდამჭერი ორგანიზაციები წარადგინეს. ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია სერვისებისა და მომავალში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.

“რაც უფრო მეტი ბავშვთა განვითარების ცენტრი გაიხსნება და კონკურენტული გარემო იქნება, მით უფრო მაღალი ხარისხს დავდებთ, - აღნიშნა მოწვეულმა სტუმარმა ფსიქოლოგმა ლილიანა ცხონდიამ.

განვითარების ცენტრი ფუნქციონირებას დღეიდან შეუდგა.



Print