უვნებელი სურსათის წარმოება ზუგდიდში - ლეო დ’ოროს გამოცდილება
16:52 / 17.03.2025
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
ააიპ „სამეგრელოს ხმის დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია მიიჩნევს, რომ სურსათის უვნებლობის საკითხში სახელმწიფოს, როგორც წესების განმსაზღვრელს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, პროდუქტის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ნდობის ჩამოყალიბების პროცესში ყველაზე მთავარია, ამზადებს თუ არა მწარმოებელი უვნებელ, ნატურალურ პროდუქციას.
კვების ობიექტის მიერ პროდუქციის წარმოების პროცესის უკეთ გასაცნობად, მომხმარებლების შეფასებების საფუძველზე შეირჩა „ლეო დ’ორო“, რომელიც ქართულ ბაზარზე 6 წელია ოპერირებს.
”ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელთან ურთიერთობაში არის სასიამოვნო გარემო დავახვედროთ ჩვენთან შემოსულ სტუმარს. დაწყების დღიდან დღემდე, ჩვენ არ გადაგვიხვევია აღებული კურსისთვის, რომ პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს მაღალ სტანდარტებს და იყოს ხარისხიანი. როგორც კი კარი გაიღება, დილით ცხრა საათიდან, პირველ რიგში მიმდინარეობს სანიტარული ნორმების დაცვა. სტანდარტების დონე, შეფასება გავლილი აქვს თითოეულ პერსონალს, ვფლობთ შესაბამის სერტიფიკატებს პროდუქტებს რაც შეეხება, ისინი შემოგვაქვს ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობით, ქართული ანოტაციით. ჩემი პერსონალი აწარმოებს აღრიცხვის ჟურნალს, სადაც ჩამოთვლილია რა მასალით, რა დროს და რომელი ხელსაწყოთი ამუშავებს პროდუქტს. ხუთი წელია ვაწარმოებთ მას, ერთი დღით არ შეგვწყვეტია, რომ ვნახოთ გვქონდა თუ არა ჩავარდნა როგორ შევძელით გამოგვესწორებინა სიტუაცია. 6 წელია ვმუშაობთ ჩავარდნების გარეშე”, - ამბობს „ლეო დ’ორო“-ს მენეჯერი ეკატერინე ხაბურზანია. კვების ობიექტის შეფ-მზარეული სოფო ნოდია ამბობს, რომ პიცის დამზადებისას არ იყენებენ ხელოვნურ დანამატებს და მომხმარებელს ჯანსაღ პროდუქტს აწვდიან. პროექტს “ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“ ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ააიპ „სამეგრელოს ხმასთან“ თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ENPARD IV/ენპარდი IV -ის ფარგლებში. დაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მასალის გამოყენების პირობები