28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ის წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას რეგიონში, რომელიც, ტრადიციულად, თავს მოუყრის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ლიდერებს. მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ პროდუქტი და მომსახურება, დაუკავშირდნენ მიზნობრივ ჯგუფებს, ინდუსტრიის პროფესიონალებს და პოტენციურ შემსყიდველებს. ღონისძიება განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს, დაამყარონ კონტაქტები და ხელი შეუწყონ ურთიერთთანამშრომლობას.მიმდინარე წელს გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 50-მდე კომპანია 6 სხვადასხვა ქვეყნიდან.გამოფენის მიზანია წარმოაჩინოს სფეროს შესაძლებლობები და დაეხმაროს საქართველოსა და რეგიონში მომუშავე კომპანიებს, ჩაერთონ ეკონომიკური წინსვლის პროცესში.
როგორც “ექსპოჯორჯიას” პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - მარიამ ცაიშვილი ამბობს: „სოფლის მეურნეობის გამოფენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. მსგავსი ღონისძიებები აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო მწარმოებლებს, ინვესტორებსა და დისტრიბუტორებს, რაც ხელს უწყობს ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებას. გამოფენა ამარტივებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გაცნობას, რაც ზრდის წარმოების ეფექტიანობას, მაღალ ხარისხს და კონკურენტუნარიანობას. გარდა ამისა, ის სტიმულირებს ექსპორტის ზრდას და სოფლის მეურნეობის სექტორის მთლიან გაძლიერებას.“
გამოფენის თემატიკა და სიახლეებიდამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ინდუსტრიის უახლეს მიღწევებსა და პროდუქციას, მათ შორის:
● თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა
● ინოვაციური სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები
● ეფექტური სარწყავი სისტემები
● სარგავი და სათესლე მასალები
● უახლესი ტიპის სასუქები და პესტიციდები
● კვების მრეწველობის მრავალფეროვანი პროდუქცია
საერთაშორისო კონფერენციაგამოფენის პარალელურად, 28 ნოემბერს, 12:00-დან 16:00 საათამდე, ექსპოჯორჯიას ტერიტორიაზე გაიმართება სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საერთაშორისო კონფერენცია, სადაც დარგის აქტუალური საკითხები განიხილება.
დასწრება და რეგისტრაციაგამოფენაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. დეტალური ინფორმაციისთვის და რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ
რეგისტრაცია.
დასწრება შესაძლებელი იქნება:
● 28-29 ნოემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე.
Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 არის უნიკალური შესაძლებლობა ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, დაამყარონ ახალი კონტაქტები, გაეცნონ გლობალურ ტენდენციებს და შეარჩიონ საუკეთესო ინოვაციური გადაწყვეტილებები მათი ბიზნესისთვის.
მასალის გამოყენების პირობები