დაფინანსებული
მოგზაურობის დრო მოვიდა!
ცვლილებები ბევრ დროს არ მოითხოვს, წამის მეასედიც საკმარისია. დგება გარდამტეხი მომენტი, როცა გადამწიფებული ვაშლი ხის ტოტს მოწყდება და ვიღაცას თავში დაეცემა, ენერგია ერთი ფორმიდან მეორედ გარდაიქმნება, მზე ამოვა და ჩავა, გათენდება და დაღამდება, სიცივეს სითბო შეცვლის, შემდეგ კი პირიქით.
და როდის დგება მომენტი, როცა ხვდები, რომ დროებით ყველაფერი უნდა დატოვო და მოგზაურობის დრო მოვიდა?

წამი, როდესაც ყველაფერი რეალური ხდება

არ აქვს მნიშვნელობა, მოგზაურობის დაგეგმვას თვეებით ადრე იწყებ, თუ სპონტანურად, ერთი დღით ადრე გადაწყვეტ. მომენტი, როცა ყველაფერი რეალური ხდება, დგება მაშინ, როდესაც ადგილობრივ ქსელს გამორთავ და ტელეფონს როუმინგ ინტერნეტზე გადართავ. ეს არის გარდამტეხი წამი, როცა ზუსტად იცი, რომ გეგმები საბოლოოდ ასრულდება. ეს არის წამი, როცა იაზრებ, რომ მართლაც მოგზაურობის დრო მივიდა! ამის მერე, ისღა დაგრჩენია, თვალები დახუჭო და მოემზადო, როდის შეეხება თვითმფრინავის წინა ბორბალი მიწას აფრენამდე უკანასკნელად. მერე კი მიწას მოწყდები და სხვა განზომილებაში გადაინაცვლებ. ფთილა-ფთილა ღრუბლები, აქამდე რომ მიუწვდომლად გეჩვენებოდა, შენ ქვევით დაიწყებენ ფარფატს.

იმოგზაურე mobineX-თან ერთად

mobineX-ი ქართველ აბონენტებს სამოგზაუროდ საუკეთესო შესაძლებლობებს სთავაზობს. ხელმისაწვდომია როუმინგ ინტერნეტის პაკეტების მრავალფეროვანი კატალოგი, სადაც ნებისმიერი საჭიროების მომხმარებელი იპოვის მასზე მორგებულ შეთავაზებას. mobineX-ის როუმინგ ინტერნეტით მთელი მსოფლიოს გარშემო შეგიძლია იმოგზაურო. ამგვარად, უცხო ქვეყანაში ჩაფრენის შემდეგ მარტივად შეძლებ ახლობლებთან დაკავშირებას, გზის გაგნებას, ადგილობრივებთან კომუნიკაციას და ა.შ.

შეჯამება

ჯადოსნური წამი, როდესაც იაზრებ, რომ მართლაც მოგზაურობის დრო მოვიდა, დგება მაშინ, როცა ადგილობრივ ქსელს გამორთავ და ტელეფონს როუმინგ ინტერნეტზე გადართავ. ეს არის მომენტი, როცა ყველაფერს უკან მოიტოვებ და ახალი თავგადასავლების სამყაროში გადაინაცვლებ. ამ უცხო გარემოში კი შენი გზამკვლევი mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი იქნება.





Print