დაფინანსებული
რა გავითვალისწინოთ სექციური დივნის შერჩევისას
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
ის ერთდროულად ქმნის კომფორტულ დასაჯდომ სივრცეს, გეხმარებათ ოთახის ზონებად დაყოფაში და იდეალურია როგორც ოჯახური საღამოებისთვის, ისე სტუმრების მისაღებად. სწორად შერჩეული დივანი ოთახს არ გადატვირთავს და ყოველდღიურ გამოყენებაში მაქსიმალურ კომფორტს მოგიტანთ.
თუ არჩევანის პროცესში ხართ, სასურველია წინასწარ განსაზღვროთ, თქვენს ოთახს ყველაზე უკეთ რა ფორმისა და ზომის დივანი მოერგება, ასევე რა ტიპის ქსოვილი და ფუნქციური დეტალები გჭირდებათ. ამ ყველაფერზე ფიქრს Ashley Homestore-ის სექციური დივნების კოლექცია გაგიმარტივებთ. აქ სხვადასხვა ზომისა და დიზაინის მოდელებს შეხვდებით და მარტივად შეარჩევთ თქვენი ინტერიერისთვის შესაფერის მოდელს.
დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, რა უნდა გაითვალისწინოთ სექციური დივნის შერჩევისას.

ზომები და განლაგება

სექციური დივნის შერჩევისას, პირველ რიგში, ოთახის ზუსტი გაზომვა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. გაითვალისწინეთ, არა მხოლოდ კედლის სიგრძე, არამედ გასავლელი სივრცე, კარებისა და ფანჯრის გახსნის არეალი და ისიც, სად დგას ტელევიზორი, ჟურნალის მაგიდა ან სხვა აუცილებელი ავეჯი. ამგვარად სივრცის გადატვირთვას თავიდან აიცილებთ.
სექციური დივნის დადგმისას, გაითვალისწინეთ, რომ ის ოთახის ზონებად დაყოფაში დაგეხმარებათ. თუ მაგალითად, სტუდიოს ტიპის ბინისთვის ეძებთ ავეჯს, დივანი, ბარი და მსგავსი ავეჯის შუაში დადგმა ხშირად მისაღებისა თუ სამზარეულოს “შემოსაზღვრის” კარგი მეთოდია.
თუ პატარა მისაღები გაქვთ, უმჯობესია კომპაქტური ავეჯი შეარჩიოთ, რათა მოძრაობაში ხელი არ შეგიშალოთ და ადგილი დაგრჩეთ დამატებითი დეტალებისთვის. თუ სივრცე დიდია შეგიძლიათ სავარძლებიც შეუხამოთ და თქვენი მისაღები უფრო კომფორტული, მოსახერხებელი და სტუმართმოყვარე გახდება.

კომფორტი, მასალები და ფუნქციური დეტალები

სექციური დივანი ყოველდღიურად და საკმაოდ ინტენსიურად გამოიყენება, ამიტომ შერჩევისას მნიშვნელოვანია, ყურადღება გაამახვილოთ არა მხოლოდ ვიზუალზე, არამედ იმ დეტალებზე, რომლებიც თქვენს კომფორტსა და ავეჯის პრაქტიკულობას განსაზღვრავს.

კომფორტი

დასაჯდომის სიღრმე: ღრმა დასაჯდომი ყველასათვის კომფორტული არაა, ხოლო საშუალო სიღრმე ხშირად უფრო პრაქტიკულია ყოველდღიური გამოყენებისთვის.
საზურგის სიმაღლე: მაღალი საზურგე უკეთ ზურგისა და კისერისთვის უკეთესია. საზურგის სწორად შერჩეული დახრა კი დასვენებას გაგიხანგრძლივებთ.
ბალიშების სიმყარე: ძალიან რბილი ბალიშები დროთა განმავლობაში შეიძლება „ჩაჯდეს“, ზედმეტად მკვრივი კი ყველასთვის კომფორტული არ არის, ამიტომ შეარჩიეთ თქვენთვის ოპტიმალური.

კონსტრუქცია და გამძლეობა

სიმძლავრე: სექციური დივანი დიდი დატვირთვის მქონეა, ამიტომ გამძლე კონსტრუქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მექანიზმები (თუ აქვს): თუ მოდელი გასაშლელია ან აქვს რექლაინერის ფუნქცია, შეამოწმეთ რამდენად მარტივად და სტაბილურად მუშაობს და რამდენად კომფორტულია გამოყენებისას.

ქსოვილი და მასალა

მოვლის სიმარტივე: ბავშვების ან შინაური ცხოველების ყოლის შემთხვევაში უპირატესობა მიანიჭეთ მასალას, რომელიც ადვილად იწმინდება და ყოველდღიურ გამოყენებას კარგად უძლებს.
ფერი და პრაქტიკულობა: ღია ტონები ინტერიერს სიმსუბუქეს მატებს, მაგრამ უფრო ხშირად სჭირდება მოვლა; მუქი ფერები კი ყოველდღიურობის კვალს ნაკლებად ტოვებს.

ფუნქციური დეტალები

გასაშლელი სექცია: დამატებითი საწოლის ფუნქციით, როცა სტუმრები გყავთ ან სივრცეს მრავალფუნქციურად იყენებთ.
სათავსო: ბალიშებისა და პლედების შესანახად – წესრიგის შესანარჩუნებლად ძალიან მოსახერხებელია.
მობილობა: როცა ნაწილების გადაადგილებით შეგიძლიათ განლაგების შეცვლა და სივრცის უკეთ მორგება.
როცა კომფორტს, მასალას და ფუნქციურ დეტალებს სწორად შეუთავსებთ, სექციური დივანი თქვენს სახლში არა მხოლოდ ინტერიერის ლამაზ ნაწილად, არამედ ყოველდღიური ცხოვრების პრაქტიკულ გადაწყვეტად იქცევა.]

შეჯამება

სწორად შერჩეული სექციური დივანი სივრცეს არ გადატვირთავს, კომფორტულ დასაჯდომ ზონას შექმნის და ინტერიერში ჰარმონიულად ჩაჯდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზომებსა და განლაგებას წინასწარ მოარგებთ ოთახის გეგმას.
თუ გსურთ კომფორტისა და პრაქტიკულობის სწორად დაბალანსება, არჩევანი გააკეთეთ თქვენი სივრცის ზომაზე, ყოველდღიურ საჭიროებებსა და ცხოვრების სტილზე მორგებით.




Print